საქართველოს 2022 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 14 001 523.6 ათასი ლარი შეადგინა, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 11 493 235.9 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 155 656.1 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 104 580.0 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 2 248 051.6 ათასი ლარი.
ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 11 493 235.9 ათასი ლარი) შეადგინა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის (10 739 541.2 ათასი ლარი) 107%;
გადასახადების ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 9 925 870.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 10 288 210.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 103.7% მათ შორის: „გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 509 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 5 006 826.2 ათასი ლარი, რაც გეგმის 111%–ია; „საშემოსავლო გადასახადის“ ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 3 211 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 3 446 084.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 107.3%.