2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 12%-იანი კლება ფიქსირდება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში მიმდინარე წლის ორ თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 1 874 465.50 ლარი შევიდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 124 796.21 ლარი.
რაც შეეხება სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს 160%-იანი ზრდაა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან 808 734.00 ლარი შევიდა ხოლო 2022 წლის ორ თვეში 310 800.10 ლარი.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 81%-იანი კლება ფიქსირდება წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებში. 2023 წლის ორ თვეში წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში 335 137.50 ლარი შევიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 779 946.11 ლარი.