იანვარში ჩინეთში მანქანების გაყიდვები 38%-ით დაეცა. ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის (CPCA) მონაცემებით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების საცალო გაყიდვები იანვარში 37,9%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით და 1,3 მილიონი შეადგინა.
ვარდნა საახალწლო დღესასწაულებითაა გამოწვეულია, რამაც სამუშაო დღეების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. შედეგად, ავტომობილების წარმოება 33,9%-ით დაეცა და 1,35 მლნ შეადგინა.
განახლებადი ენერგიის წყაროებით (NEV) მომუშავე მანქანების გაყიდვები იანვარში, უფრო ზომიერად, 6,3%-ით შემცირდა და 332 ათასი ერთეული შეადგინა.
Tesla-ს შანხაის ქარხანამ გასულ თვეში თითქმის 67,000 ელექტრომანქანა გამოუშვა, მათ შორის 39,000 - ექსპორტისთვის.