იანვარში დეპოზიტების დოლარიზაცია 54.9%-მდე შემცირდა, რაც 1998 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - Galt&Taggart

იანვარში დეპოზიტების დოლარიზაცია 54.9%-მდე შემცირდა, რაც 1998 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - Galt&Taggart

access_time2023-03-13 13:30:35

იანვარში დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდა და 54.9% შეადგინა (-3.70პპ წ/წ და -1.22პპ თ/თ), რაც 1998 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, — აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.


საინვესტიციო ბანკი ყოველკვირეულ მიმოხილვაში სესხების და დეპოზიტების მონაცემებს აქვეყნებს და განმარტავს, რომ საბანკო სესხები წლიურად 5.5%-ით, ხოლო დეპოზიტები 29.2%-ით გაიზარდა.


„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 5.5%-ით გაიზარდა 2023 წლის იანვარში, წინა თვის 3.9%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 44.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, იანვარში სესხების პორტფელის წლიური ზრდა 13.3%-მდე დაჩქარდა (+12.1% წ/წ წინა თვეში). სექტორების მიხედვით, დაჩქარდა როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპები, პირველის შემთხვევაში ზრდა 10.0% იყო (+8.6% წინა თვეში), ხოლო მეორეს შემთხვევაში ზრდამ 16.4% შეადგინა (+15.4% წინა თვეში); აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 13.2%-ით გაიზარდა, წინა თვის 12.2%-იანი ზრდის შემდეგ. 2023 წლის იანვარში სესხების დოლარიზაცია მცირედით 44.7%-მდე გაიზარდა (-5.25პპ წ/წ და +0.41პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.8%-ს გაუტოლდა (-0.13პპ წ/წ და +0.17პპ თ/თ).



საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა და 43.6 მლრდ ლარი შეადგინა 2023 წლის იანვარში (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ვალუტების მიხედვით, იანვარში ლარის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 29.3% (+30.3% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 29.1% შეადგინა, წინა თვის მსგავსად“,  ნათქვამია მიმოხილვაში.


რაც შეეხება სებ-ის რეზერვებს, 2023 წლის თებერვალში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 18.2%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. Galt&Taggart-ში აღნიშნავენ, რომ რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up