საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება, იმპორტი კი მცირდება.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარში ქვეყანამ მთლიანად 1587.414 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,7%-ით მეტია, შარშან იანვარში მოხმარებამ 1195.790 მლნ კვტ-სთ შეადგინა.
ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2021 წლის იანვარში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 807.602 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1024.820 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ზრდა 26,8%-ია.
როგორც წესი, გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. კერძოდ, წელს იანვარში ჰესებმა ჯამში 510.292 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 507.920 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 6.607 მლნ კვტ-სთ.
რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარში ქვეყანამ 406.361 მლნ კვტ-სთ დენი იყიდა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 414.095 მლნ კვტ-სთ.
bpn.ge