ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარში ექსპორტზე 5,330.31 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები გავიდა, რაც 6%-ით მეტია 2022 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით. 2022 წლის იანვარში საქართველომ საზღვარგარეთის ბაზრებზე 5,029.19 ტონა ღვინო გაიტანა.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარში ექსპორტზე გატანილი ღვინოების ღირებულება 15,866.58 ათასი დოლარია.
იანვარში ექსპორტზე გატანილი ღვინის 75%-ი რუსეთზე მოდის. 2023 წლის იანვარში რუსეთში 11,235.40 ათასი დოლარის ღირებულების 3,989.37 ტონა ღვინო შევიდა.
ქართული ღვინის ტოპ-5 საექსპორტო ბაზარია:
რუსეთი - 3,989.37 ტონა,
პოლონეთი - 299.05 ტონა,
უკრაინა - 244.87 ტონა,
ჩინეთი - 241.41 ტონა,
ყაზახეთი - 166.42 ტონა.