2023 წლის იანვარში საქართველომ 277.35 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარში საქართველოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის 98%-ი (ღირებულებით ჭრილში) რუსეთზე მოდის.
2023 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 271.27 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, ხოლო აზერბაიჯანიდან 6.09 ათასი დოლარის ელექტროენერგია.
აღსანიშნავია, რომ ღირებულებით ნაწილში 2023 წლის იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარში საქართველომ 11,282.22 ათასი დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, 2023 წლის იანვარში ქვეყანას ექსპორტზე ელექტროენერგია არ გაუტანია. 2022 წლის იანვარში კი ქვეყნიდან 193.09 ათასი დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი დაფიქსირდა.