იანვარში საქართველოში ბანანის იმპორტი 0.6%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველომ უცხოეთის ბაზრებიდან 2,322.01 ტონა ბანანი შემოიტანა, 2022 წლის იანვარში კი 2,307.26 ტონა.
საქსტატის მონაცემებითვე, იანვარში შემოტანილი ბანანის საერთო ღირებულებამ 1,971.61 დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში იმპორტირებული ბანანის ყველაზე დიდი წილი ეკვადორიდან შემოდის. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, იმპორტირებული ბანანის 99.6% ქვეყანაში სწორედ ეკვადორიდან ხდება.
საქართველოში ბანანის იმპორტი ხორციელდება ასევე თურქეთიდან (7.88 ტონა) და ნიდერლანდებიდან (0.32 ტონა).
ბოლო ათი წლის განმავლობაში ბანანის იმპორტის კუთხით რეკორდული 2020 წლის იანვარი იყო. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 2,795.45 ტონა ბანანის იმპორტი განახორციელა.