„იანვარში თუ უნდა მიგვეღო 100 000 ტურისტი, მივიღეთ 10 000 ტურისტი და დატვირთვით ვიმუშავეთ მხოლოდ 18 დღე“ -  მირანდა ესაკია

„იანვარში თუ უნდა მიგვეღო 100 000 ტურისტი, მივიღეთ 10 000 ტურისტი და დატვირთვით ვიმუშავეთ მხოლოდ 18 დღე“ - მირანდა ესაკია

access_time2023-03-23 10:00:26

„მთის კურორტებმა იმ შემოსავლის რაც მთელ  სეზონზე უნდაა მიგვეღო 1/3 მივიღეთ და ვიმუშავეთ მხოლოდ 18 დღე“ -  ამის შესახებ „კომერსანტს“  მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის  თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ უთხრა. მისი თქმით, უამინდობის გამო მთელი სეზონი გაფუჭდა და მარტშიც სულ თბილი ამინდები და წვიმებია. შესაბამისად კურორტებმა ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალ სეზონზე მსგავს გამოწვევას გაუმკლავდეს.


„იანვარში თუ უნდა მიგვეღო 100 000 ტურისტი, მივიღეთ 10 000 ტურისტი, ტურისტების ჭარბი რაოდენობა იყო, მხოლოდ მაშინ, როდესაც ათ თებერვლის თოვლი მოვიდა და გადაივსო გუდაური, მაშინ როდესაც დატვირთულობა 120 დღიდან მინიმუმ უნდა იყოს 70 დღე,  ჩვენ გვქონდა 18 დღე.

 

საერთოდ მთის კურორტები იხსნება 10-15 დეკემბერს, როდესაც  ბუნებრივი პირობები გვიწყობს ხელს და გრძელდება 27 აპრილამდე , აქედან  ყველაზე  შემოსავლიანი პერიოდი არის 15  დეკემბრიდან 20 იანვრამდე,  შემდეგ 10 დღე  არის ე.წ. low season  და შემდეგ პირველი თებერვლიდან 10 მარტამდე არის აქტიური პერიოდი და  შემდეგ  ისევ low season  ანუ  დაბალშემოსავლიანი  სეზონი.


 

 მთის კურორტები  აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა  იმ გამოწვევას, რაც  არის  უთოვლობა , ხელოვნური თოვლით გაათოვლიანეს ერთი  ტრასა  გუდაურში, რომელიც  გახსნეს 14  იანვარს, როდესაც უკვე თითქმის გაუქმებული იყო ყველა  ჯავშანი“ -  აღნიშნა მირანდა ესაკიამ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up