იანვრიდან ხორვატია ევროზონისა და შენგენის ზონის წევრი გახდა.
ახალი წლის დადგომასთან ერთად ხორვატია გამოემშვიდობა საკუთარ ვალუტას, კუნას, და მე-20 წევრი გახდა ევროზონისა, სადაც ევროკავშირის საერთო ვალუტა, ევრო არის მიმოქცევაში. ამავე დროს ხორვატია შევიდა შენგენის ზონაში, რომლის შიგნითაც სასაზღვრო შემოწმების გარეშე გადაადგილება არის შესაძლებელი. ეს არის მსოფლიოში უდიდესი ზონა, რომელშიც 400 მილიონზე მეტ ადამიანს შეუძლია თავისუფალი გადაადგილება ზონის წევრ ქვეყნებს შორის.