ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო - მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა.
„პუტინი ბიჭია, რომლის სამყარო 1989 წელს დაინგრა. ნატო რასაც არ უნდა დათანხმებოდა, პუტინი ისევ ისეთივე პუტინი იქნებოდა. ახლა უკრაინის საკითხზე დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო. ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი: მას თავისი იმპერიის დაბრუნება სურს“, - აღნიშნა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ალიანსის შიგნით არსებული წინააღმდეგობის გამო, უკრაინას წევრობის პერსპექტივა არ აქვს.
„თვალმისაწვდომ მომავალში ისინი არ გახდებიან ნატოს წევრი. ვფიქრობ, რომ ბუქარესტში, იმ მაგიდის გარშემო ყველამ იცოდა ეს. მაშინ უკვე ცხადი იყო, რომ უკრაინის ალიანსში წევრობის ოპონენტების თვალში ეს არ მოხდებოდა მანამ, სანამ ჯოჯოხეთი არ გაიყინებოდა. არანაირი ვადა არ იყო განსაზღვრული“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
imedinews.ge