იაპონიის ფინანსთა სამინისტრო, მომავალ თვეში, გეგმავს შექმნას ექსპერტთა ჯგუფი, რათა შეისწავლოს ციფრული ვალუტის (CBDC) ან ციფრული იენის განვითარების შესაძლებლობა, ამის შესახებ Cryptomisto იაპონიის ნაციონალური სამაუწყებლო ორგანიზაცია NHK-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ჯგუფი, სავარაუდოდ, განიხილავს ციფრული ვალუტის საფუძვლის შექმნას იაპონიის ბანკის მიერ ჩატარებული 2-წლიანი ექსპერიმენტების შედეგების გამოყენებით. ციფრული იენის საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავს იაპონიის ბანკს და სხვა დაინტერესებულ ფინანსურ მხარეებს, ერთდროულად ჩაეშვება.
ანგარიშის მიხედვით, სამინისტრო გეგმავს გაითვალისწინოს კომისიის მოსაზრებები და მოემზადოს ციფრული იენის შესაძლო დანერგვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ Bank of Japan-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მის გაცემას არ აპირებენ.
იაპონია, როგორც შვიდეულის ჯგუფის (G-7) 2023 წლის ინდუსტრიული ქვეყნების პრეზიდენტი, გეგმავს კრიპტოვალუტების გლობალური რეგულაციების გამკაცრებას, იტყობინებოდა Kyodo მიმდინარე კვირის დასაწყისში.