იაპონია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დანერგვის პერსპექტივებს სამთავრობო დონეზე აფასებს.
ამის შესახებ ცნობილი პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორთან სემ ალტმანთან შეხვედრის წინ გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალური განხორციელებისთვის, დეველოპერებმა უნდა გადაწყვიტონ მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების საკითხი, განაცხადა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ.
მისი თქმით, მთავრობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობას საჯარო მოხელეების დატვირთვის შესამცირებლად გეგმავს.
ალტმანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი კომპანია იაპონიაში ოფისის გახსნას აპირებს.
შეხვედრის დროს ალტმანმა და კიშიდამ ასევე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის უპირატესობები განიხილეს.