იაპონია უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის სამაუწყებლო კორპორაცია NHK ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, იაპონიის პრემიერ - მინისტრი კიშიდა ფუმიო ამ გადაწყვეტილების გაჟღერებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან 23 მაისს ჩანიშნულ შეხვედრაზე გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, იაპონია ცდილობს დაადასტუროს დიდი შვიდეულის ქვეყნების მზადყოფნა, გამოავლინონ ერთიანობა და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, ასევე რუსეთზე მეტი ზეწოლა განახორციელონ დამატებითი სანქციების საშუალებით.