იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, კიევისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის მთავრობის მეთაური სამშაბათს დაუგეგმავი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
კიშიდამ შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით, არალეტალური აღჭურვილობისთვის, უკრაინისთვის 30 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. ამას გარდა, ქვეყანა გეგმავს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში 470 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელოს - წერს გაზეთი Mainichi Shinbun. .