იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე დაანონსებული სანქციები დაამტკიცა. ტოკიო სბერბანკისა და ალფა–ბანკის აქტივებს 12 მაისიდან გაყინავს, ასევე სანქციები გავრცელდება 398 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირზე. ამის შესახებ ინფორმაციას kommersant.ru ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ დუმის დეპუტატები და სამხედრო პირები, მათ შორის რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი ნიკოლაი ევმენოვი და სახმელეთო ჯარების სარდალი ოლეგ სალიუკოვი.
სანქციები შეეხება პუტინის ქალიშვილებს მარია ვორონცოვას და ეკატერინა ტიხონოვას. ასევე რუსეთის მთავარი დიპლომატის სერგეი ლავროვის ცოლს მარია ლავროვას და ქალიშვილს ეკატერინა ვინოკუროვას.
იაპონიამ ასევე აკრძალა ახალი ინვესტიციების დაბანდება რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო 19 აპრილიდან რუსულ ხის მასალას ემბარგო დაედება.