იაპონიაში დიდთოვლობას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის სახანძრო და სამაშველო სამსახურების ცნობით, 90 ადამიანია დაშავებულია. იაპონური მედიის ცნობით, ასეულობით ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გასულ კვირაში ჰაერის ცივმა მასებმა იაპონიის ჩრდილოეთში ძლიერი თოვა გამოიწვია. ავტობანებზე ასეულობით ავტომანქანაა გაჩერებული.