იაპონიის ელჩი - იაპონია საქართველოს უზარმაზარ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს დიდი ინტერესით აკვირდება და უკვე პირველი ინვესტიცია განახორციელა

იაპონიის ელჩი - იაპონია საქართველოს უზარმაზარ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს დიდი ინტერესით აკვირდება და უკვე პირველი ინვესტიცია განახორციელა

access_time2021-09-20 14:45:33

„ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე“, - განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ პლატფორმა „ენერგომომავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.



„უცხოურ ენერგორესურსებზე იაპონიის დამოკიდებულება 90%-ს აღწევდა. ეს ძალიან ძვირი გვიჯდებოდა, რადგან გვიწევდა მათი ტრანსპორტირება ზღვის გავლით. ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე” – განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა.




ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც იაპონიის ენერგოსისტემაში ჰიდროელექტროსადგურებს მიუძღვის და განმარტა, თუ რა მიდგომებს იყენებს სახელმწიფო ახალი ჰესებისა თუ სხვა ტიპის ელექტროსადგურების მშენებლობისას. „იაპონიისთვის უმნიშვნელოვანესია ჰიდროელექტროსადგურების არსებობა: საკუთარი რესურსებით ელექტროენერგიის წარმოების უდიდესი ნაწილი ხომ სწორედ ჰიდროსადგურებზე მოდის და ალბათ, ასე იქნება მომდევნო წლებშიც. ჰიდროელექტროსადგურები იმ ადგილებშიც შენდება, სადაც სეისმოლოგიური რისკები შეიძლება, არსებობდეს. რასაკვირველია, უამრავ კვლევას ვატარებთ სეისმოაქტივობის შესასწავლად. ასევე ვამყარებთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს იმის თაობაზე, რამდენად უსაფრთხოა სადგურების მშენებლობა და რამდენად გამართლებულია საზოგადოების წუხილი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია ნებისმიერი ჰესის ან სხვა ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია“ – აღნიშნა მან.



იმამურა აკირას განცხადებით, საქართველოს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს, რომელსაც იაპონია ინტერესით აკვირდება და ამ მიმართულებით უკვე პირველი ინვესტიციაც განახორციელა.



„ვფიქრობ, მისი ლანდშაფტიდან გამომდინარე, საქართველოს უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს, რაც გენერაციის გაზრდის საშუალებას იძლევა. იაპონია დიდი ინტერესით აკვირდება თქვენი ქვეყნის პოტენციალს. სწორედ ამიტომ ჩვენმა ენერგეტიკულმა გიგანტმა TEPCO-მ (Tokyo Electric Power Company) გადაწყვიტა პირველი ინვესტიციის განხორციელება დარიალის ჰიდროელექტროსადგურში “, - დასძინა ელჩმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up