იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ

იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ

access_time2022-04-08 11:20:00

იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


პროექტის ღირებულება 920,000 აშშ დოლარია და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.



ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დაესწრნენ.



„მდგრადი განვითარება ცხოვრების მდგრადი სტილის დანერგვასა და შემოსავლის მდგრადი წყაროების შემოღებას ეყრდნობა. სწორედ მდგრადი განვითარება აძლევს ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს და, პირიქით, ჩვენი პლანეტისა და კაცობრიობის გადარჩენას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ერთად უწყობენ ხელს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.




„იმ მექანიზმების დანერგვა, რაც, გარემოს დაცვის პარალელურად, დასაქმების და სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა, გლობალური პრიორიტეტია. მადლობას ვუხდით საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყანაში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის პროცესში მხარდაჭერისთვის. მისასალმებელია, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ერთად უწყობენ ხელს კლიმატის ცვლილების პირობებში ეკოსისტემების დაცვას, მათ შორისაა ტყის მდგრადი მართვის მიმართულებაც. ტყის კოდექსის ეტაპობრივი იმპლემენტაცია რეგიონებში მოსახლეობისთვის საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ამბიციური ვალდებულებები აიღო. ახალი პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების ნაწილში ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.



ერთობლივი ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეების მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვას - ტყეების დაცვას, ტყის ეკოსისტემის დეგრადაციისა და გაჩეხვის შემცირებას და ტყის ხანძრების პრევენციას. შედეგად, ტყე შეასრულებს ნახშირბადის შთანთქმის და სათბური აირების ემისიების შემცირების ფუნქციას.



„იაპონიამ ამბიციური გეგმა დაისახა, რათა 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობას მიაღწიოს. ამ ეროვნული გეგმის განხორციელებასთან ერთად, იაპონია ასევე ხელს უწყობს დაბალემისიანი ეკონომიკის მშენებლობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში, ჩვენი დახმარების შედეგად, 43,000 ადამიანი შეძლებს მწვანე და მდგრადი გადაწყვეტების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ტყის ფაქიზი ეკოსისტემის დაცვას“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.
იაპონიისა და UNDP-ის ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება, რომლის ფარგლებში, „საქმიანი ეზოები“ შეიქმნება და ხე-ტყის დამზადების მდგრადი პრაქტიკა დაინერგება. მცხეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და აღიჭურვება სამი საქმიანი ეზო, რომელიც დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს მოემსახურება. საქმიანი ეზოების მოწყობა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის ნაწილია, 2023 წლიდან, საქმიანი ეზოები მთელ საქართველოში სრული დატვირთვით უნდა ამოქმედდეს.



აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საქართველომ მიიღო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) განახლებული დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის უპირობო ვალდებულებას, 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2030 წლის კლიმატის ცვლილების ეროვნულ სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის 10 პროცენტით გაზრდა სწორედ ამ ამბიციური გეგმის ნაწილია.




თეგები:
პროექტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up