იაპონიის მთავრობის დახმარება - სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები გადაეცათ

იაპონიის მთავრობის დახმარება - სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები გადაეცათ

access_time2022-12-09 11:20:12

პროექტის „მდგრადი და კლიმატგონივრული ტყის მართვა საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა გადასცეს.


იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ენერგოეფექტური ღუმელები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ 60 ოჯახს უკვე გადაეცა. „იაპონიიის მთავრობა მცხეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს და მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ ამ ოჯახთან. დღეს 5 ოჯახს გადავეცით ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც ხელს შეუწყობს ნაკლები შეშის მოხმარებას, სათბური აირების შემცირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მწვანე და ეკომეგობრული ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ. ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭაჭიაშვილი და მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.


“მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ტყის დაცვის პროექტის ფარგლებში. ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადავეცით, ხელს შეუწყობს მდგრადი გზით მოპოვებული საწვავის, ბიომასისა და ტყის ნარჩენების გამოყენებას, რაც შეამცირებს ტყეზე ზეწოლას“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.


პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით (4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვა, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. „საქმიანი ეზოები“, სადაც ხე-ტყის დამზადების ახალი, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკა დაინერგება, დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს მოემსახურება.



საპილოტე პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება მდგრადი გზით დამზადებული ბიომასა და შეშა ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობის ქვეშ არსებული ტყიდან, რომელიც სარეალიზაციოდ მიეწოდება „საქმიან ეზოს“, რაზეც ძირითადად ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება დასაქმებული.


ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭაჭიაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია ადგილობრივი თემების ჩართვა ტყის მდგრად მართვაში, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის კომფორტული გარემოსა და სერვისების შექმნა, განახლებადი ენერგიის წყაროებზე წვდომის გაზრდა, ტყის დაცვა და გაჯანსაღება. პროექტი 2023 წლის მარტში დასრულდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.


პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ, საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარეობს. შეიქმნა იაპონურ სტილში გადაწყვეტილი ქართული ანიმირებული მანგა „ტყე ჩემი მეგობარია“, რომელიც ადამიანებისა და ტყის მეგობრების ამბავს გადმოსცემს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up