იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება

access_time2022-07-18 11:30:18

იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი  ტექნიკით  (4 ერთეული სატვირთო ავტომობილი,  3 „პიკაპის“  მარკის ავტომობილი,  1 ტრაქტორი და  3 ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს  პერსონალური უსაფრთხოების  ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი და 3 კვადროციკლი გადაეცემათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,  იაპონიის  ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბოდორნაში ახლადაშენებულ „საქმიანი ეზოში“ იმყოფებოდნენ და ხე-ტყის დამზადების ახალ მოდელს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე  სატყეო სექტორში მიმდინარე  რეფორმებსა  და ამ რეფორმებში „საქმიანი ეზოს“ როლზეც ისაუბრეს.   პროექტის მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიიდან საშეშე მერქანის მოპოვება, ტრანსპორტირება და  სარეალიზაციოდ დამუშავება  „საქმიან ეზოებში“, რაზეც, ძირითადად, ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობა იქნება დასაქმებული.


როგორც მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ  განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“. სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრიივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება  მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე იქნება გამარტივებული წვდომა.



„იაპონელები და ქართველები ტყის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიღრმისეულ კულტურული კავშირით გამოვირჩევით. ტყის აღდგენა და კონსერვაცია იაპონიის ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მოხარულები ვართ, ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ, ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ.


პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ - იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით  ხორციელდება,  რისთვისაც  920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.


“UNDP მიესალმება ახალ ტყის კოდექსს, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ხედვა ტყის გაჩეხვის შემცირებასთან და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით. ტყის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს ვუწყობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი მიდგომების დანერგვას“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.


 პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. რეგიონის დაახლოებით 43,000 -მდე მაცხოვრებელი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ საწვავს - ბიომასას, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიყენებს. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up