იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ სამშაბათს 22 მარტს რუსეთის გადაწყვეტილება სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გააპროტესტა. — ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
„ეს ვითარება რუსეთის უკრაინაში შეჭრით შეიქმნა და რუსეთის პასუხი იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე გაუმართლებელი და აბსოლუტურად მიუღებელია. იაპონია აპროტესტებს ამ ნაბიჯს. - აღნიშნა კიშიდამ პარლამენტის სესიაზე და დასძინა რომ იაპონია საერთაშორისო საზოგადოებასთან გაერთიანდება და მიიღებს შესაბამის ზომებს, იმისთვის, რომ იაპონიამ საერთაშორისო წესრიგი გააგრძელოს.
იაპონიის ლიდერმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს 21 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი კურილის კუნძულების თემაზე ტოკიოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აღარ გააგრძელებს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი იაპონიასთან ძალაში ტოვებს დიალოგს ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ოთხ სადავო კუნძულზე, რომლებსაც რუსეთი სამხრეთ კურილებს და იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს.
მოსკოვი ასევე შეაჩერებს უვიზო ვიზიტებს იაპონიის მოქალაქეებსა და მაცხოვრებლებს შორის სადავო კუნძულებზე და უკან.
კიშდამ უკრაინაში შეჭრას „ისტორიული სისასტიკე“ უწოდა და აღნიშნა, რომ იაპონია რუსეთისთვის სანქციების გასაძლიერებლად დიდი შვიდეულის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს. მისივე თქმით იაპონია გადავიდე რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სავაჭრო სტატუსის გაუქმებაზე.
მოსკოვს კურილის კუნძულები 1945 წლიდან აქვს ანექსირებული.