წამყვანი იაპონური ავიასატრანსპორტო კორპორაცია All Nippon Airways (ANA) აცხადებს, რომ განახორციელებს ინვესტიციებს ამერიკულ კომპანია Joby Aviation-ში მფრინავი ტაქსის პროექტის განხორციელებისთვის მის პარტნიორ კომპანია Toyota Motor-თან ერთად. ამის შესახებ საუბარია კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ პრეს-რელიზში.
მასში აღნიშნულია, რომ Joby Aviation მუშაობს 5-ადგილიან ელექტრომფრინავ ტაქსიზე, რომელიც ითავსებს როგორც ვერტმფრენის, ასევე თვითმფრინავის თვისებებს. მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ 320 კმ/სთ უნდა შეადგინოს, ხოლო ფრენის მანძილი 240 კმ იქნება. ასე მაგალითად, ქალაქ ოსაკას ცენტრალურ ვაგზალსა და მის შემოგარენში არსებულ აეროპორტს შორის მანძილს ეს ტაქსი 15 წუთში დაფარავს, იმ დროს როცა ავტომობილს ამისთვის დაახლოებით 1 საათი სჭირდება.
ANA აპირებს დაკავდეს სანავიგაციო სისტემით აღჭურვაში, ასევე მისთვის ასაფრენ-დასაფრენი მოედნების შექმნაში და ა.შ. ხოლო მისმა პარტნიორმა Toyota Motor-მა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ამ აპარატისთვის სახმელეთო მოძრაობის ორგანიზება.
აღსანიშნავია, რომ ამ იაპონურმა უმსხვილესმა საავტომობილო კონცერნმა, კალიფორნიაში ბაზირებულ Joby Aviation-ში 394 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. იაპონელებმა ამერიკელებს საკუთარი რამდენიმე ტექნოლოგია გადასცეს.
bpn.ge