Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში იაპონური იენი დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურებულია, 13:00 საათის მონაცემებით ერთი დოლარის ღირებულება 142.39 იენია.
2022 წლის დასაწყისი ერთი დოლარი 115 იაპონური იენი იყო. მან შესუსტება დოლართან მიმართებით მარტში დაიწყო და უკვე აპრილში 125-ს გადააჭარბა, რამაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერი დაარღვია. სექტემბრისთვის ერთი დოლარი 140 იენამდე დაეცა.
იაპონიის მთავრობამ ვალუტის გაძლიერება, იენის ყიდვით და დოლარის გაყიდვით სცადა, 1998 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობა ჩაერია ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად. გასულ კვირას იაპონიის ეროვნული ბანკი დაუკავშირდა ბანკებს ვალუტის კურსების შესამოწმებლად, რაც წარსულში ბაზარზე ინტერვენციის წინამორბედი ქმედება იყო, რომელიც ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო დაავალებდა.