ქართული კომპანია iBamboo ავეჯის წარმოებას ზრდის და სამომავლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს კომპანია NordicByDesign-თან აწარმოებს. გაფართოების შედეგად 14 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და გაყიდვებით მიღებული შემოსავალი, წლის ბოლომდე, სულ მცირე, 100,000 დოლარით გაიზრდება.
„პანდემიის პერიოდში ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი USAID-ის მხარდაჭერა აღმოჩნდა. მიხარია, რომ მოვახერხეთ და ბამბუკის გადამუშავების სფერო საქართველოში გამოვაცოცხლეთ, - ამბობს iBamboo-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე დავითაძე.
iBamboo ექსპორტის გაზრდაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობაზე მუშაობს.