ვინ აშენებს და როგორი იქნება ახალი სასტუმრო თბილისის  აეროპორტთან -  ობიექტის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ივნისში იგეგმება

ვინ აშენებს და როგორი იქნება ახალი სასტუმრო თბილისის აეროპორტთან - ობიექტის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ივნისში იგეგმება

access_time2023-03-13 18:00:49

2024 წელს თბილისში  Ibis-ის ბრენდით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ შენდება. სასტუმროს ასაშენებლად 12 653 კვ.მ ფართი დეველოპერულმა კომპანია Fujin Silk Properties-მა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 1 851 000 ლარად 2018 წლის 31 მაისში იყიდა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა.



აუქციონის პირობების მიხედვით, მიწის ახალი მფლობელი ვალდებული იყო პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმროს შეექმნა (აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება).



საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთისი“ აუქციონამდე 2 დღით ადრე, 29 მაისს დარეგისტრირდა და მისი დამფუძნებელი და დირექტორი საქართველო-საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჯონ დიამან ტეო დოდელანდია.


როგორც „კომერსანტს“ „ფუჯინ სილქ ფროფერთისიში“ განუცხადეს, კოვიდ-პანდემიის გამო სახელმწიფოსა და კომპანიას შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების გადავადება მოხდა და სასტუმროს გახნა, არსებული კონტრაქტის მიხედვით 2024 წლის ივნისში მოხდება. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, კომპანიაში კონკრეტულ ციფრს არ აკონკრეტებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ინვესტიციის მოცულობა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებებთან მიმართებით გაცილებით მეტი იქნება. არსებული ხელშეკრულებით კომპანიას მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალება. ცვლილება შეეხო სასტუმროს ნომრების რაოდენობასაც და 120 ნომრის ნაცვლად ახლა 72 ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.


რა ეტაპზეა პროექტი დღეს? Fujin Silk Properties-მა სამშენებლო სამუშაოების წარმოება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო.



გასულ თვეში კი Fujin Silk Properties-მა Accor-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც თბილისში საერთაშორისო ბრენდის Ibis-ის კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება.




„სიხარულით გაცნობებთ, რომ ხელი მოვაწერეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Ibis-ის სახელით ახალი სასტუმროს მშენებლობას. სასტუმრო გაიხსნება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. დარწმუნებულები ვართ, რომ აეროპორტის Ibis ტურისტებისათვის, საქმიანი მიზნით მოგზაურებისთვის თუ ტრანზიტული მგზავრებისათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.



კომფორტული ონლაინ რეგისტრაცია, მყუდრო გარემო და რაც მთავარია, მისაღები ფასები ხელსაყრელი შეთავაზებაა როგორც მოკლეხნიანი ვიზიტორებისთვის, ასევე ტრანზიტული მგზავრებისთვის“ – ამბობს Accor New East Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსის დელაროფი.


როგორც Accor-ში განმარტავენ, სასტუმროს ძალზედ მოხერხებული ლოკაცია სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და დაუბრკოლებლად მოხვდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში, რომლის განსხვავებული და ეკლექტური არქიტექტურა ხიბლავს ვიზიტორებს.


კომპანიაშ აცხადებენ რომ სასტუმრო Ibis-ის მშენებლობაში მრავალი ჯილდოს მფლობელი ფრანგი არქიტექტორის ჩართულობა, „არტ სტუდიოს“’ ადგილობრივ გუნდთან ერთად, მყარი გარანტიაა, რომ პროექტი განსაკუთრებული ხელწერით შესრულდება.



„ეს იქნება პირველი ნაბიჯი ტერიტორიის ურბანული ტრანსფორმაციისათვის, რადგან იგი საფუძველს ჩაუყრის თბილისის აეროპორტის ტერიტორიის შემდგომ განვითარებას“, აცხადებს კლემო ბლანშე, ფრანგი არქიტექტორი.



სასტუმროში განთავსდება 72 ნომერი და იქნება Ibis-ის ბრენდის Plaza-ს გლობალური თანამედროვე კონცეფციის შესაბამისი.



საცხოვრებლის სტილის თემატიკის ეფექტს, კიდევ უფრო გააძლიერებს ხისა და ლითონის მკვეთრი ელემენტები. თითოეულ ოთახში, სტუმრებს დახვდებათ ყველაფერი კომფორტული ვიზიტისთვის, მათ შორის: სამუშაო ადგილი, Sweet Bed საწოლი და რა თქმა უნდა, უფასო წვდომა უკაბელო ინტერნეტზე.



სასტუმროში განთავსდება თანამედროვე ბიზნეს ცენტრი, შეხვედრების ოთახები და ქართული ღვინის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი შერჩეული კოლექცია, საქართველოს ღვინის წარმოების მრავალწლიან ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს.



„ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ შევქმნათ სრულიად ახალი სამოგზაურო და გასართობი ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. Ibis იქნება პირველი ნაბიჯი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გეგმებისაკენ. პროექტის შემდგომი ეტაპი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 000 კვ. მ. ფართობის განაშენიანებას, რაც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის მარშრუტის მნიშვნელობის დაბრუნებას.


Fujin Silk Properties-ს აღმასრულებელი დირექტორი უცხოური ინვესტიციების მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას საქართველოს მთავრობას უხდის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up