ამერიკულმა კორპორაციამ International Business Machines-მა (IBM) გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მისი მაჩვენებლები ნავარაუდევზე მეტად არის გაზრდილი.
ოქტომბერ-დეკემბერში IBM-ის სუფთა მოგებამ 2,33 მლრდ დოლარი შეადგინა. ხოლო კვარტალურმა შემოსავლებმა 6,5%-ით მოიმატა 16,7 მილიარდამდე. ექსპერტების მოლოდინი კი იყო, რომ კომპანიას ამ საანგარიშო პერიოდში 15,96 მლრდ დოლარის შემოსავალი ექნებოდა. მთელი 2021 წლის მაჩვენებლით კი კომპანიის შემოსავლები გაზრდილია 57,35 მლრდ დოლარამდე, ხოლო სუფთა მოგებამ 5,74 მლრდ დოლარი შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციის ფონზე კომპანიის აქციები 6%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში კი მისი აქციები გაზრდილია 14%-ით.
კომპანია მოელის რომ მისი შემოსავლები 2022 წელს 4-6%-ით გაიზრდება
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"