Iconia Capital-ის ცათამბჯენი - კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა ამერიკული ინვესტიციების შევიწროებაზე

Iconia Capital-ის ცათამბჯენი - კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა ამერიკული ინვესტიციების შევიწროებაზე

access_time2020-06-26 15:00:17

„ფრონტერასთან“ ერთად, ამერიკული ინვესტიციების შევიწროების კიდევ ერთი საქმე, რომელსაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს, ესაა ICONIA Capital-ისა და საქართველოს მთავრობას შორის დავა. ესაა ამერიკული კომპანია, რომლის პირველი ცათამბჯენის პროექტი ცინცაძის ქუჩაზე უკვე 5 წელია შეჩერებულია და ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ. როგორც  Iconia Capital-ის დამფუძნებლი, სეთ ედვარდ ჩარი „კომერსანტთან“ ინტერვიუში განმარტავს, ზეწოლა მთავრობის, კერძო პირებისა და მოსამართლეების მხრიდან, არღვევს საქართველოსა და აშშ-ს შორის 1994 წლის შეთანხმებას ინვეტიციების შესახებ  და მიიჩნევს, რომ  საარბიტრაჟო სასამართლოს ყველა დოკუმენტი აქვს საიმისოდ, რომ ამერიკულმა კომპანიამ 5 წლიანი დავა წარმატებით დაასრულოს.


„ჩვენი პირველი და მთავარი პროექტი საქართველოში უკვე წლებია შეჩერებული და გაყინულია - ეს უზარმაზარი პრობლემაა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ მტრები და ოპონენტები გვყავს საქართველში, ვისაც ფინანსური და კერძო ინტერესი აქვს, რომ წაგვართვას ჩვენი მიწა, რომელსაც მშენებლობისთვის ვიყენებთ. იმისთვის, რომ ეს  გააკეთონ ჩვენი ბიზნესის შეჩერებას ცდილობენ. ამ ყველაფერში ჩართულები არია როგორც  ქართველი ბიზნესმენები, ასევე ქართველი მოსამართლეები,  ამ ადამიანებს მთავრობის ადმინისტრაციაშიც აქვთ კონტაქტები. ფინანსური ზარალისა და შეურაცხყოფისთვის ჩვენი საჩივრის შედეგი კი იყო ნული. მათი ერთ-ერთი მოკავშირე სასამართლოში, მოსამართლე ლევან მურუსიძე  უარს  ამბობს ჩვენი უფლებების აღიარებაზე და მათ წინააღმდეგ ჩვენი საჩივრის მიღებაზე. 2018 წელს ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო არბიტრაჟში ამ საქმის განხილვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, 10 მილიონ დოლარზე, პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ჩვენი შემთხვევა საკმაოდ ძლიერია, რადგან მთავრობა არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელსაც ეწოდება  „1994 წლის საქართველო-მერიკის“ ორმხრივი  საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკელ ინვესტორებს გარანტიები უნდა მისცეს ინვესტიციების განხორციელებისას.  თუმცა მთავრობამ ვერ უზრუნველყო ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ინვესტიციების დაცვა, ვერ შეაჩერეს დისკრიმინაცია და ვერ დაამტკიცეს, რომ ადგილობრივი სასამართლო სისტემა სანდოა. ჩვენ აშკარა მტკიცებულებები გვაქვს იმის, რომ  მოსამართლეები იცავენ ჩვენს მტრებს და თავს გვესხმიან ამერიკელ ინვესტორებს. თუ ყველაფერი სამართლიანად მიდის, რატომ ვართ მუდმივად თავდასხმის მსხვერპლი და მთავრობა რატომ არ არ  არის დაინტერესებული, რომ ეს დავა მოგვარდეს.“ - აღნიშნავს სეთ ედვარდ ჩარი.


ცინცაძის ქუჩის არქიტექტურული პროექტი, სადაც Iconia Capital-ს მულტუფუნქციური ცათამბჯენი უნდა აეშენებინა, როგორც მოიცავს ოფისებს, მაღაზიებს, სატრენაჟორო დარბაზს და საცურაო აუზს, ასევე ჰიპერმარკეტს და საბავშვო ბაღსაც. როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, 1 მილიონის ინვესტიცია უკვე განხორციელდა, თუმცა, კონკრეტული პირების „პირადი დამოკიდებულების“ გამო ამერიკელი ინვესტორების მიმართ, პროექტი ვერ სრულდება. ინვესტორი ასახელებს ყოფილ დეპუტატ ნაზი არონიასა და მოსამართლე გიორგი შავლიაშვილს- რომელთაგანაც მისი თქმით სიტყვიერი მუქარა და შეურაცხყოფაც მიიღო.


„ჩვენი გეგმაა, რომ ამერიკული სტილის ცათამბჯენი ავაშენოთ იპოდრომთან ახლოს, სადაც სხვადასვა ობიექტი განთავსდება. პროცესი 2015 წელს დავიწყეთ, ავიღეთ მშენებლობის ნებართვა. 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, დავიწყეთ პროცესი,  წინამოსამზადებელი ხანგრძლივი სამუშაოები ჩავატარეთ. დავამუშავეთ მიწა, 15 ათასი ლარი დავხარჯეთ მხოლოდ წყლის მომარაგების სისტემის შეცვლაზე „ყაზტრანსგაზთან“ ერთად. 5 წელია გაგვაჩერეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ხარვეზის პოვნა და იმის დამტკიცება, რომ რამეს არასწორად ვაკეთებდით. ოფიციალურ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტში, სადაც უარს ამბობს ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, წერია, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა უნდა შეაჩერონ საქმიანობა მისი „პირადი დამოკიდებულების გამო“. რა არის რეალური მიზეზი ვინმეს ბიზნესის დახურვის? სასამართლოს დოკუმენტში ჩანაწერი, რომ ეს მიზეზი პირადი გრძნობებია, მიუღებელია საქართველოს სტანდარტებითაც და მითუმეტეს საერთაშორისო ხელშეკრულებით. საამართლო ტრასფარანტული და საამართლიანი უნდა იყოს ამერიკელ ბიზნესმენებთან მიმართებაში. ნაზი არონია და გიორგი შავლიაშვილი ჩვენს მიწასთან ახლოს ცხოვრობენ, ისინი დაგვემუქრნენ პირადად რისი მტკიცებულებაც მაქვს.



რა თქმა უნდა, ისინი ფიქრობენ რომ ჩვენ დავხარჯავთ ამ თანხებს და ამერიკაში წავალთ , ისინი ფიქრობენ რომ სულელები ვართ , თუ ასე ფიქრობენ ძალიან ცდებიან.  ამერიკელი ინვესტორები ასეთ რამეს არ დავივიწყებთ. ჩვენი მთავრობა ფლობს სრულ ინფორმაციას ამ სიტუაციაზე.  აშშ-ს კონგრესმა რამდენიმე განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს მთავრობის ქცევებზე და ამერიკული ინვესტიციების მიმართ თავდასხმაზე,“ - განმარტავს სეთ ედვარდ ჩარი.


 



2017 წელს „კომერსანტისთვის„ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სეთ ედვარდ ჩარი განმარტავდა, რომ საქართველო ამერიკას ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა.  


„ვგრძნობდი რომ „ ახალი საქართველო“ ბევრ ახალ საუკეთესო ბიზნეს იდეას იღებდა ამერიკიდან საქართველოში. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისთის ერთ -ერთი ძლიერი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ეს ფაქტი კი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ძალიან კარგია. შემდგომი საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის და მთავრობის გონივრული გადაწყვეტილების მიღებით, დარწმუნებული ვარ ,რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მომგებიანი იქნება მომავალი ბიზნეს გეგმებისათვის. 2015 წელს იპოდრომის Skytower- ის პირველი მშენებლობის ნებართვის აღება პირდაპირი და მარტივი პროცესი იყო. თუმცა გარკვეული პრობლემები დაიწყო , როდესაც ჩვენ ვალდებულნი ვიყავით მოლაპარაკებები დაგვეწყო არქიტექტურის სამსახურთან, რომლებსაც ჰქონდა წინადადებები და იდეები, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო ჩვენი გეგმა. საბედნიეროდ, 2017 წელს, არქიტექტურის სამსახური გაცილებით უფრო სამართლიანი აღმოჩნდა. შედეგად, მშენებლობის ნებართვა დროულად ავიღეთ, თუმცა, კომუნიკაციის და გამჭვირვალობის პრობლემა მაინც არსებობდა,”- ამბობდა მერიკელი ინვესტორი 2017 წლის ინტერვიუში.

 

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up