ICR ჯგუფი ფეხსაცმელების ახალ ბრენდს ქმნის. მამაკაცის და ქალის ფეხსაცმლების ახალი ხაზი ბაზარზე 2022 წლის მარტიდან გამოვა. ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
„ეს იქნება მაღაზიათა ქსელი, ჩვენი ბრენდი, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. პროდუქცია ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში (ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი) იწარმოება. რაც შეეხება მასალას, ვაპირებთ თურქულ მწარმოებლებთან თანამშრომლობას. ეს არ იქნება Made in Georgia, ამისთვის ქვეყანას ფუნდამენტი სჭირდება. ახლა მოშლილია ყველაფერი. დღეს გრძელვლადიანი ინვესტიციების განხორციელება რთულია,“ - განუცხადა კახა ხაზარაძემ ბიზნესპარტნიორს.
ICR ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: ჯეოქსი (იტალია), ეკკო (დანია), ბატა (იტალია), ბამბინო (წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფ ეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცააა: ეკკო,ჯეოქსი,ბატა, ნატურინო, სტარი და სხვა), ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა (მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებია: Paul Smith,Emporio Armani, Bikkembergs, Pollini, Premiata,Rick Owens, Philippe Model,Paciotti, Dries Van Noten, Richmond, SGL, Marni, Maison Margiela, Hotto და სხვა.), კორსო იტალია, ავ-ლაბი (ბატას ჯგუფის წევრი).