ICR ჯგუფი „სკარპიერას“ ფილიალს ზუგდიდში გახსნის

ICR ჯგუფი „სკარპიერას“ ფილიალს ზუგდიდში გახსნის

access_time2022-10-26 17:20:00

ICR ჯგუფი ფეხსაცმელების ახალი ბრენდის, „სკარპიერას“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს და მეხუთე ფილიალს ზუგდიდში ხსნის.


როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა, 30 ოქტომბერს,“ზუგდიდი მოლი“ იხსნება, სადაც „სკარპიერას“ მაღაზია გაიხსნება. ამ დროისთვის ICR ჯგუფს „სკარპიერა“ 4 მაღაზიას აერთიანებს (3-თბილისში, 1 - ბათუმში).


დაგეგმილია ქსელის კიდევ გაფართოება, თუმცა, სად იქნება კონკეტული ლოკაცია, ხაზარაძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.


შეგახსენებთ, ბრენდი მამაკაცის და ქალის ფეხსაცმლის ახალ ხაზს აერთიანებს. „სკარპიერას“ შექმნაში დაახლოებით $500 000-ის ინვესტიცია განხორციელდა.


პროდუქცია ბაზარზე 2022 წლის მარტში გამოვიდა და ICR ჯგუფის მიერვე დაფუძნებულ „სკარპიერას“ მაღაზიათა ქსელში იყიდება.



„პროდუქცია ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში (ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი) იწარმოება, დიზაინს კი ჩვენ ვქმნით, თუმცა, ეს Made in Georgia არ არის,“ - აცხადებს ხაზარაძე.


ფეხსაცმელების საშუალო ფასი 70 აშშ დოლარია.


ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.


მათ შორის, ICR ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: „ჯეოქსი“ (იტალია), „ეკკო“ (დანია), „ბატა“ (იტალია), „ბამბინო“ (წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცააა: „ეკკო“,„ჯეოქსი“, „ბატა“, „ნატურინო“, „სტარი“ და სხვა), „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა (მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებია: Paul Smith, Emporio Armani, Bikkembergs, Pollini, Premiata, Rick Owens, Philippe Model,Paciotti, Dries Van Noten, Richmond, SGL, Marni, Maison Margiela, Hotto და სხვა.), „კორსო იტალია“, „ავ-ლაბი“ („ბატას“ ჯგუფის წევრი).


ბიზნესპარტნიორი




თეგები:
ICR ჯგუფი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up