IDFI: რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

IDFI: რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

access_time2022-03-10 17:00:25

რუსეთის მავნე გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კიბერ ომი, მისი სტრატეგიები და ტენდენციური დეზინფორმაციული ნარატივები ყურადღების ცენტრში მოექცა და იწვევს ბევრ დისკუსიას, საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევას ჯერ კიდევ აკლია განახლებული, ემპირიული მტკიცებულებები. კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – გარდამავალი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებში. კონტრდეზინფორმაციული აქტივობები გასცდა მხოლოდ მედიის ჩარჩოებს და აღიარებს ფულსა და ბიზნესს, როგორც მავნე გავლენისა და საშუალებების ძირითად ვექტორებს არაწრფივი/არასწორხაზოვანი ომის ინსტრუმენტებში.

 

 

 

ასეთი ტიპის ბიზნეს კავშირებისა და გავლენის გამოაშკარავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ზეგავლენა ხშირად სცდება ბიზნესის საზღვრებს და ვრცელდება მედიაზე, პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ზოგადად, ბიზნესი დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებთან და გავლენას ახდენს საზოგადოების აღქმასა და გრძელვადიან დამოკიდებულებებზე. ასეთი მჭიდრო კავშირების გამოკვლევა - პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედია აქტორებსა და ბიზნესკომპანიებს შორის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულების ხარისხი ქართულ ბიზნესსა და სტრატეგიულ სფეროებში (რაც შეიძლება, გარკვეულწილად, საფრთხელს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას). ეს ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ვრცელი საინფორმაციო გარემოს გასაცნობიერებლადაც. წინამდებარე  კვლევის მიზანია, საქართველოში რუსული კაპიტალის შესწავლა და მის უკან მდგარი პირების იდენტიფიცირება. კვლევა ასევე საშუალებას იძლევა იმ მავნე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო აქტორების დაფინანსების წყაროების გამოაშკარავებისა, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ქვეყანაში.

 

 

 

2015 წელს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“. ამ ანგარიშში განხილული და  შესწავლილი იყო რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები ბიზნესის სხვადასხვა დარგში, როგორიცაა ენერგო სექტორი, ნავთობი, გაზი, ჰიდრო რესურსები, მანქანათმშენებლობა, სამთო-მოპოვება, ტურიზმი, მინერალური წყლები, საბანკო და ინვესტიციების სხვა მსხვილი სექტორები.

 

 

 

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ამერიკამ და ევროკავშირმა რუსულ კომპანიებს, ოლიგარქებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესეს. სანქციები განიხილება, როგორც დასავლეთის პოლიტიკის ცენტრალური ელემენტი რუსეთის მავნე აქტივობების წინააღმდეგ. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების ოფისმა (OFAC) რუსული კომპანიები და 275-ზე მეტი შვილობილი კომპანია შეიყვანა სექტორული სანქციების იდენტიფიკაციის (Sectoral Sanctions Identifications (SSI)) სიაში. კონგრესის კვლევის სამსახურის მოხსენების თანახმად, სია მოიცავს ძირითად სახელმწიფო კომპანიებს საფინანსო, ენერგო და თავდაცვის სექტორებში.

 

 

 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ 24 თებერვალს სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. კერძოდ, სანქცირებულთა შორის მოხვდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები — „სბერბანკი” და „ვეტებე ბანკი”. სანქციები ასევე შეეხება ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიასაც” (“ვითიბი ბანკი”). თეთრი სახლის განცხადებით, გაიყინება „ვეტებე ბანკის” ნებისმიერი აქტივი, რომელიც აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან არის შემხებლობაში. გარდა ამისა, სანქციები, რომლებიც 2022 წლის 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება, გულისხმობს სანქცირებული ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას.

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სანქციების დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ „როგორც  „ვითიბი ბანკი”, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის მზად არიან. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. „ვითიბი ბანკი“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს”, – ნათქვამია სების 25 თებერვალს გავრცელებულ ცნობაში. 3 მარტს სებ-მა ვითიბი ბანკი არსებული ფიზიკური პირების ანაბრების და სესხების სს “ბაზის ბანკში” გადასვლის შესახებ განაცხადა. ასევე ითქვა, რომ ბანკის იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს ლიბერთი ბანკში გადავა. ეს ნაბიჯები პრაქტიკულად იწვევს “ვითიბი ბანკის” ოპერირების გაურკვეველი ვადით შეჩერებას. 

 

 


ძირითადი დასკვნების შეჯამება:


 

- კომუნიკაციების სფეროში, იდენთიფიცირებულია ისეთი ფართოდ ცნობილი ბიზნესმენების კავშირები (მფლობელობა, მმართველი წილები), როგორიცაა უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი (კომპანია  LetterOne).  Მისი სხვა კორპორაცია „ალფა ჯგუფი” ფლობს მინერალური წყლის, „ბორჯომის” წარმოებას საქართველოში. მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა იმ მიზეზით, რომ იგი ერთი მხრივ აქტიურ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა და სარგებელს იღებდა იმ რუსი პირებისგან, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

 

 

 

- კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების წინადადებებით ცნობილი - პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშნელოვანი გავლენა. ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს  ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს.  ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპნეტი”. Ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია “ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია “როსტელეკომის შვილობილი კომპანიაა.

 

 

 

- საქართველოში მოქმედი მაუწყებლების ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია კვლევის ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა.

 

 

 

- Საბანკო სექტორში, იდენთიფიცირებულია მხოლოდ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას”  რუსული კომპანია „ვეტებე ბანკი”-ს მფლობელობა.  ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაცია 59.34%-ით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და ვითიბიმ საკუთარი პორტფელების სხვა ბანკებზე გასხვისება დაიწყო.

 

 

 

- სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში, რუსული კავშირების იდენტიფიცირების შემდეგ (მოქალაქეობის ან/და კუთვნილების მიხედვით), შემოწმდა 120-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის საქმიანობა.

 

 

 

- აღნიშნულ სექტორებში რუსული კავშირები, მფლობელობისა და მმართველობითი წილები, ისევე როგორც მმართველ პარტიებთან აფილირება გამოიკვეთა შემდეგ კომპანიებში: RMG Gold, შპს “მინერალური წყალი საირმე”, შპს “კაპიტალ ჯგუფი”, შპს “მეგა ჰოლდინგი”, “გრუზვინპრომი”, შპს “მიქსორი”.

 

 

 

- ჩამოთვლილი კომპანიები ფლობენ ლიცენზიებს მინერალური წყლების, ოქროს, ქვანახშირის მოპოვებაზე. მაგალითისათვის, შპს “მინერალური წყალი საირმე” მინერალური წყლების მოპოვების 5 სხვადასხვა ლიცენზიას ფლობს. კომპანიის მესაკუთრეცა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი რუსეთის მოქალაქეები არიან. საბჭოს აღნიშნული წევრი, გია გვიჩია, რუსეთში ცნობილი მილიარდერია, მისი და, ნანა გვიჩია კი პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა.

 

 

 

- შპს “მიქსორი” მინერალურ წყლებს მოიპოვებს. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე შპს “ქისთოუნ ინვესთმენთსია”, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქე თემურ ანჩაბაძე ფლობს. “ქისთოუნ ინვესთმენთსი” ანჩაბაძის რუსული ბიზნესჯგუფის წევის კომპანიაა და მათსავე ვებგევრდზე აღწერილია როგორც კომპანია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას South Stream პროექტში, რათა გაზარდოს რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება და დამატებითი გაზის ტრანსპორტირება ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთის რეგიონებში.

 

 

 

გაეცანით კვლევას  რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

 

 

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით. კვლევაში წარმოდგენილ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მედიასაშუალებას და იგი არ ასახავს USAID-ის, შეერთებული შტატების მთავრობის ან Zinc Network-ის შეხედულებებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up