IDS Borjomi-მა პანდემიური 2020 წელი 64 მლნ დოლარის ზარალით დაასრულა

IDS Borjomi-მა პანდემიური 2020 წელი 64 მლნ დოლარის ზარალით დაასრულა

access_time2022-02-07 13:00:48

IDS Borjomi-მა პანდემიური 2020 წელი 64 მლნ დოლარის ზარალით დაასრულა. როგორც კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა.


კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს IDS Borjomi-ის შემოსავალმა $119 მლნ შეადგინა მაშინ, როცა ეს რიცხვი 2019 წელს $140 მლნ იყო. საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში  86 მლნ ლარის აქტივები იყო.

 

დოკუემნტში ვკითხულობთ, რომ ფილიალი საქმიანობას ძირითადად საქართველოში ახორციელებს. ქართული მინერალური წყლების მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება, შემოსავალი გეოგრაფიული ბაზრების მიხედვით შემდეგია:

                                                                       2020                                  2019

რუსეთის ფედერაცია                              $ 41,9 მლნ                        $ 59,074 მლნ

საქართველო*                                          $ 29,431 მლნ                    $ 37,532 მლნ

ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა                $14,268 მლნ                     $ 14,636 მლნ

ყაზახეთი                                                  $ 13,001 მლნ                    $ 11,741მლნ

ბელარუსი                                                $  6,369 მლნ                      $ 8,424 მლნ


უზბეკეთი                                                 $  2,179 მლნ                              –

აზერბაიჯანი                                            $  1,342  მლნ                    $ 0.876 მლნ

სხვა ქვეყნები                                           $  11,198  მლნ                   $ 7,887 მლნ

სულ შემოსავალი                                     $  119,729  მლნ                 $ 140,170 მლნ

 

2020 წელს რუსეთში 30%-ით მეტი ბორჯომი გაიყიდა, ვიდრე სქართველოში.

 

2020 წლისა 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის არამატერიალური აქტივები შეიცავს ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ღირებულებით 11,3 მლნ აშშ დოლარი. ეს ლიცენზია შეძენილ იქნა 2009 წლის აპრილში და 2020 წელს და აქვს, შესაბამისად, 25-წლიანი და 15-წლიანი ვადა. 2020 წლის განმავლობაში ფილიალმა გაზარდა ბორჯომის ჭების დატვირთვა არსებული ლიცენზიის პირობებში, რაც $1 383 000 დაჯდა.

 

შეგახსენებთ, რომ IDS Borjomi საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს. უნიკალური მინერალური წყლის კომპანია „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“-ის მიერ დაარსდა. სათავო ოფისი ხელახლა 2009 წლის მარტში  რეგისტრირდა და დღემდე „აი დი ეს ბორჯომი ჯორჯია, აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯის კო ენ.ვი.-ს ქართული ფილიალის“ სახელით ფუნქციონირებს.

 

კომპანია ფლობს სხვადასხვა შვილობილ საწარმოს საქართველოში, აზერბაიჯანში, ლიეტუვაში, ყაზახეთში და ა.შ., რაც ერთობლიობაში წარმოადგენს „აი დი ეს ბორჯომი გრუფს“. მათი ძირითადი საქმიანობა „ბორჯომის“ და „ლიკანის“ ბრენდის ქვეშ არსებული ნატურალური მინერალური წყლის ჩამოსხმა და დისტრიბუციაა. აგრეთვე „ბაკურიანის“ წყლის ჩამოსხმა და დისტრიბუცია საქართველოში, უკრაინაში, დსთ-სა და სხვა ქვეყნებში. ჯგუფი ამუშავებს ჩამომსხმელ ობიექტებს საქართველოში, ხოლო სადისტრიბუციო კომპანიებს საქართველოში, ლიეტუვაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამწლიანი პაუზის შემდეგ კერძო სექტორს დაუბრუნდა და „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტოტად დაინიშნა.

 

ბაჩო ადამია


თეგები:
ბორჯომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up