იემენის ხელისუფლება ორ თვეში ალ-მაჰრას პროვინციის აღმოსავლეთით მდებარე ქიშნის რეგიონში პორტის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. პროექტი 130 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ნასერ შურაიფზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, იემენის მთავრობამ დაამტკიცა გარიგება Ajham Energy & Mining Co.-თან. სამი წლის განმავლობაში არაბეთის ზღვაში პორტის მშენებლობისთვის კონცესიით 50 წლის ვადით. ის ითვალისწინებს 45 მილიონი დოლარის ღირებულების გზის მშენებლობას მინერალების პორტამდე ტრანსპორტირებისთვის.