იენს სტოლტენბერგი - ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი, გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად

იენს სტოლტენბერგი - ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი, გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად

access_time2022-03-31 20:00:00

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების გარემო დრამატულად გაუარესდა, პრეზიდენტ პუტინის სასტიკი ინტერვენცია უკრაინაში შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მოულოდნელობა. ნატო-მ საჯაროდ გააზიარა სადაზვერვო ინფორმაცია და არაერთხელ გამოსცა გაფრთხილება, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენებრგმა 2021 წლის ყოველწლიური ანგარშის წარდგენისას განაცხადა.


მისი თქმით, ნატო მზად იყო უარესისთვის, თუმცა ბევრს მუშაობდა უკეთესისთვის.


„ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ რუსეთის დიალოგში ჩასართავად. თუმცა, მოსკოვი გამუდმებით გვეუბნებოდა უარს და საბოლოოდ გადაწყვეტა, გაეწყვიტა დიპლომატიური კავშირები. გასულ შემოდგომას ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩვენი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად, განვათავსეთ მეტი ძალები ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და გავაძლიერეთ უკრაინისადმი მხარდაჭერა. ეს ეფუძნებოდა ნატო-ს გრძელვადიან დახმარებას უკრაინის ძალებისადმი და ინსტიტუტებისადმი. წლების განმავლობაში ალიანსი წვრთნიდა ათობით ათას უკრაინელ სამხედროს, აწვდიდა მათ თანამედროვე აღჭურვლობას და მხარს უჭერდა რეფორმებს. უკრაინის ძალები უფრო დიდია, უფრო უკეთესად აღჭურვილი, უკეთესად გაწვრთნილი და უკეთესად მართული, ვიდრე ოდესმე. ისინი ამ ყველაფერს ფრონტის ხაზზე იყენებენ სიმამაცით, რომელმაც მთელი მსოფლიო შთააგონა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, უკრაინიდან რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება ხდება.


ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთისგან დამატებით შეტევას უნდა ელოდოს.



„ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, თუმცა რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით. ჩვენი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ხდება რუსეთის დანაყოფები არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება. რუსეთი ცდილობს, გადააჯგუფოს, მიაწოდოს მარაგები და გააძლიეროს თავისი შეტევა დონბასის რეგიონში. ამავე დროს, რუსეთი ინარჩუნებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შეტევით ქმედებებს, რასაც მეტი ტანჯვა მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


ასევე, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს ძირითადი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. მისივე თქმით, ნატო მტკიცედ და ერთიანად დგას.


„ბოლო წლებში ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, რაც თაობების განმავლობაში უპრეცედენტოა. განსაკუთრებული ფოკუსი აღმოსავლეთ ფლანგზე განხორციელდა. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ახალი სამხედრო გეგმები ჩვენი თავდაცვისა და შეკავებისთვის. ყველაფერმა ამან ნატო-ს მისცა საშუალება, მოეხდინა სწრაფი და მტკიცე რეაგირება უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე. ჩვენ ინტერვენციიდან საათების განმავლობში თავდაცვითი გეგმა გავააქტიურეთ, მომდევნო დღეებში კი განვათავსეთ ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ათასობით სამხედრო ატლანტიკის ორივე მხრიდან, ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერით. ამით გავაკეთეთ მკაფიო გზავნილი – ნატო მტკიცედ და ერთიანად დგას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელი ევროპულ მოკავშირე ქვეყნებსა და კანადაში თავდაცვითი ხარჯების ყოველწლიურად ზრდის მეშვიდე წელი იყო. მისი თქმით, გასულ კვირას ნატო-ს საგანგებო სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნატო-მ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა თავდაცვაში უფრო სწრაფი ჩადოს უფრო დიდი ინვესტიციები. მისი თქმით, მადრიდის სამიტზე ლიდერები შეათანხმებენ ნატო-ს სტრატეგიულ კონვენციას, რაც მომავალ ათწლეულში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up