იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ხალხის დაცვა, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან NATO-ში

იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ხალხის დაცვა, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან NATO-ში

access_time2022-06-30 16:30:00

NATO-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მადრიდის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მიიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსში, ასევე შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე და შეათანხმეს NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.


მისივე თქმით, მოკავშირე ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.


„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამიტს სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებთან შორსმიმავალი გადაწყვეტილებებით სამომავლოდ ჩვენი ალიანსის ადაპტირებისთვის. ჩვენ შევთანხმდით ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტურ ძვრაზე. ჩვენ შევთანხმდით, მივიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში, ასევე შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ჩვენ შევათანხმეთ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. შევთანხმდით კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე და ერთ მილიარდიანი ინოვაციების ფონდის შექმანზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ NATO-ში და გავზრდით ალიანსის საერთო ბიუჯეტს. ასევე, შევთანხმდით ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის ინდო წყნარი ოკეანის რეგიონში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის ორდღიანი სამიტის შეჯამებისას.


სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს განსზღვრავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს უსაფრთხოებისთვის.


„მადრიდის სამიტზე ჩვენი ბოლო სესია ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და საჰელის რეგიონიდან მომავალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში არასტაბილურობა პირდაპირ აისახება ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს განსზღვრავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დღეს ჩვენ განვიხილეთ ყველა ფორმისა და გამოვლინების ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული ჩვენი პროგრესი. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ ბრძოლა სიმტკიცითა და სოლიდარობით, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერით. NATO-ს საწვრთნელ მისიას ერაყში შეაქვს წვლილი ISIS-ის დაბრუნების აღკვეთაში. პირველად ჩვენ შევათანხმეთ თავდაცვითი შესაძებლობების გაძლიერების პაკეტი მავრიტანიისთის, რაც დაეხმარება სასაზღვრო უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის საკითხების და ტერორზმთან გამკლავებაში. ჩვენ ასევე შევთანხმდით დამატებითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდამჭერ პაკეტზე ტუნისისთვის და იორდანიის მხარადჭერის გაგრძელებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.



იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ სამიტის მონაწილეებმა ასევე განიხილეს „გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგი“.


„მას აქვს სერიოზული გავლენა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ხალხებზე. სურსათის ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს, მრავალი ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინაზე ხორბლისა და სხვა საკვები პროდუქტის იმპორტით. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხლეს კრიზისის შემსუბუქების და სახმელეთო და საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ძალისხმევა“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.


სტოლტენბერგის თქმით, ასევე განიხილეს, როგორ განაგრძობენ რუსეთი დ აჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის მიღების მცდელობას ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში.


„მოსკოვი და პეკინი იყენებენ თავინათ ეკონომიურ ბერკეტებს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ასე რომ, დღეს ჩვენ განვიხილეთ, როგორ მოვახდინოთ რეაგირება ამ მზარდ გამიწვევაზე, მათ შორის რეგიონში NATO-ს პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზით.


ჩვენ ათობით წლის განმავლობაში უსაფრთხოების მხრივ ყველაზე სერიოზული ვითარების წინაშე ვიმყოფებით, თუმცა წინ აღვუდექით გამოწვევას ერთიანობითა და სიმტკიცით. მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტის პრევენცია და ჩვენი ხალხისა და ღირებულებების დაცვა. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან NATO-ში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up