IFAD - ის პროგრამა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა“ დასრულდა

IFAD - ის პროგრამა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა“ დასრულდა

access_time2021-03-04 12:10:00

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR)“ დასრულდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელეს. 



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.


„მადლობას ვუხდი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და საქართველოში განხორციელებული პროექტებისათვის. AMMAR-ის პროგრამა რიგით მეხუთეა. ფონდის მიერ, ჯამში, 65 მლნ-ზე მეტია მოზიდული და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩადებული”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.



პროგრამის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა“ განხორციელება 2016 წელს დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდა.




პროგრამის ირიგაციისა და ინფრასტრუქტურის კომპონენტის ფარგლებში, სარეაბილიტაცია სამუშოები ჩატარდა 8 სარწყავ სისტემაზე; შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 6486 ჰა-ზე, სარგებელი მიიღო 4500-მდე ოჯახმა. ცხრა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები. გაუმჯობესდა/აშენდა სოფლის გზები და ხიდები. განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობს 3000-მდე ოჯახი.



ლანდშაფტის აღდგენის კომპონენტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში მოეწყო მდინარის ორი ნაპირსამაგრი, რაც დატბორვისგან იცავს 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას. გაშენდა 26 კმ ქარსაფარი ზოლი შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში, შედეგად, ქარისმიერი ეროზიისგან დაცული იქნება 1410 ჰა მიწა.



საგრანტო კომპონენტის მიმართულებით, პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით გაიცა 591 გრანტი, 13 გრანტი - გადამმუშავებელი საწარმოებისთვის. „ახალგაზრდა მეწარმის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 241 ახალგაზრდა.



სადემონსტრაციო ნაკვეთები და სწავლების კომპონენტის ფარგლებში, მოეწყო 17 სადემონსტრაციო ნაკვეთი. თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა 2470 პირმა.





თეგები:
პროგრამა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up