IFC საქართველოს პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში ახორციელებს ინვესტირებას

IFC საქართველოს პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში ახორციელებს ინვესტირებას

access_time2022-10-12 20:00:10

IFC-მ საქართველოში სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა ქვეყნისთვის პირველი „მწვანე“ ობლიგაციების შეძენით. IFC-ის ინვესტიცია 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და საერთო ჯამში 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისიის ნაწილია, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების დაფინანსებას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეისათვის ეს საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ოდენობის განთავსებაა.


ობლიგაციების ემიტენტია სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების მართვის მიმართულებით წამყვანი ჯგუფის სს „საქართველოს კაპიტალის“ აფილირებული კომპანიაა. ამ ტრანზაქციას და მასში IFC-ის სტრატეგიულ როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებას. ვარაუდობენ, რომ ეს პროექტი ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 170,000 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას ააცილებს თავიდან, რაც დაახლოებით 33,000 ავტომობილიდან გამოფრქვეული სათბურის გაზის ეკვივალენტურია.


კერძო სექტორის მიერ განახლებადი ენერგიის გენერაციის და ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაახლოებით 30 პროცენტის დაკმაყოფილება იმპორტით და გაზზე მოუშავე თბოელექტროსადგურების მეშვეობით ხდება, ხოლო მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება.


უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების და დაფინანსებაზე წვდომის შეფერხების ფონზე კაპიტალის ადგილობრივ ბაზრებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ინვესტორების მობილიზაციასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების უზრუნველყოფაში. საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ამ პირობებში მოსალოდნელია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს „მწვანე“ ობლიგაციების და მდგრადი დაფინანსების სხვა ინსტრუმენტების შემდგომ ემისიას. აღნიშნული წაახალისებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ქვეყანაში, რაც რეგიონში ომით გამოწვეული ცვალებადობის და გაურკვევლობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.


„ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, წარმოადგენს რა პირველ „მწვანე“ უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და ამავე დროს ყველაზე დიდ კორპორაციულ ტრანზაქციას. ობლიგაციების განთავსებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ინვესტორების მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“ მადლობას უხდის IFC-ის ობლიგაციების გამოშვებაში სტრატეგიული ინვესტორის სახით მონაწილეობისათვის“ განაცხადა სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ გორდეზიანმა.

IFC-ის ინვესტიცია ასევე შექმნის მაგალითს, რომელიც ხელს შეუწყობს კორპორაციული მართვის, გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობას საქართველოში განახლებადი ენერგიის უფრო მეტი პროექტის განსახორციელებლად.


„IFC-ის მხრიდან საქართველოში პირველი „მწვანე“ ობლიგაციების ემისიის სტრატეგიული დაფინანსება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, გვჯერა, რომ IFC-ის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევას,“ აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.


პროექტი ასევე მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პროექტებს, რომლებიც საქართველოში კაპიტალის და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, და ქვეყნის მიერ რეგიონული ენერგოჰაბის როლის შესრულებას ისახავს მიზნად.


IFC მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებებს აფინანსებს და „მწვანე“ ობლიგაციების ერთ-ერთი პირველი ემიტენტია. IFC-მ „მწვანე“ ობლიგაციების პროგრამა 2010 წელს დაიწყო ბაზრის განვითარების დასაჩქარებლად, კერძო სექტორის განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად და ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, IFC-ის გამოშვებული ჰქონდა 20 ვალუტით 10.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის 178 სახეობის ობლიგაცია.


თეგები:
IFC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up