იღებს თუ არა რუსეთი იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან?

იღებს თუ არა რუსეთი იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან?

access_time2022-12-18 21:00:10


გასულ თვეში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ რუსეთი იარაღს ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობდა და უკრაინაში იყენებდა. ბრალდებები იმის შესახებ, რომ ორი მძიმე სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყანა სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებდა რუსეთის მიერ საარტილერიო  ჭურვების, საბრძოლოს მასალისა და საკრუიზო რაკეტების მარაგის ამოწურვას მოჰყვა. 



Pyongyang-ის კუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალა ძირითადად საბჭოთა დიზაინის მიხედვით იწარმოება და მათი განლაგება რუსეთის ძალების მიერ არის შესაძლებელი - ამის შესახებ The Moscow Times-ს ლონდონის სამეფო კომბინირებული შეიარაღების ინსტიტუტის მკვლევარმა დარია დოლზიკოვამ განუცხადა. 



მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე , რუსულისგან განსხვავებით ჩრდილოეთ კორეის იარაღის გამოყენების არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეის იარაღი ან საბრძოლო მასალა უკრაინაში განთავსებული არ არის. 



ანალიტიკოსების აზრით ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა რუსეთს საბრძოლო მასალის ისეთ ტიპებს აწვდიდეს, რომელთა  იდენტიფიცირებაც რთულია და ფრონტზე ტრანსპორტირება შენიღბული.



აშშ- ის მტკიცებით რუსეთ ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით საარტილერიო ჭურვებს ყიდულობს, მისი შესყიდვა რუსეთის უკრაინაში ბრძოლის სტილს შეესაბამება, რაც სარაკეტო და საარტილერიო ინტენსიურ თავდასხმებს გულისხმობს. 



უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში განაცხადა, რომ კონფლიქტის მსვლელობისას რუსეთმა 4700-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათ შორის ის რაკეტები, რომლებიც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად.




ამან, სავარაუდოდ რუსეთის მარაგი შეამცირა, გასულ კვირას The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახლა ისვრის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებულ საბრძოლო მასალას.



გაეროს იარაღის ემბარგოს და სანქციების ფონზე, რომელიც მოსკოვზე თებერვალში უკრაინაში შემოჭრის შემდეგ დაწესდა, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი, სავარაუდოდ, ფარულ მიწოდების არხებს იყენებენ.




მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი 17 კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს იყოფენ, კოროვირუსული პანდემიის შემდეგ ვაჭრობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ იარაღის გადაცემა შედარებით ადვილი იქნება, თუ ისინი პირდაპირ რუსეთში მატარებლებით ან სატვირთოებით გაიგზავნება.




თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up