2022 წლის III კვარტალში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 16.8 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 14.3 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 13.4 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 10.9 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.1 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 107.8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 44.2 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 43.1 პროცენტი - ღორი, ხოლო 11.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.5 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 978.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.