რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტებმა პანდემიამდელ რაოდენობას გადააჭარბა

რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტებმა პანდემიამდელ რაოდენობას გადააჭარბა

access_time2022-12-27 14:00:26

საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის ნოემბერში 160.4%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 29.7%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ PMC-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. 


გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ რუსეთი (108 247 ვიზიტით), თურქეთი (101 940 ვიზიტით) და სომხეთი (71 785 ვიზიტით). საქართველოს მსხვილ ტურისტული ბაზრებს შორის, ბელარუსიდან (84.4%-ით მეტი 2019 წლის ნოემბერთან შედარებით), რუსეთიდან (24.7%), თურქეთიდან (24.7%), და ისრაელიდან (15.8%) საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ სხვა მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან (-38.5%) და აზერბაიჯანიდან (-89.2%) 5 ვერ მიაღწია პანდემიამდელ მაჩვენებელს.


2021 წლიდან საერთაშორისო ვიზიტებმა აღდგენის მნიშვნელოვანი ნიშნები აჩვენა. აღდგენა დაჩქარდა 2022 წლის III კვარტალში, როდესაც საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის III კვარტლის მაჩვენებლის 69%-ს მიაღწია. 2022 წლის III კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა: რუსეთიდან (მთლიანი ვიზიტების 28%), სომხეთიდან (17%) და თურქეთიდან (15%). ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის III კვარტალში 2019 წლის III კვარტალთან შედარებით, რუსების წილი მთლიან ვიზიტებში 9 პპ-ით გაიზარდა.


2019 წლის III კვარტალთან შედარებით, 2022 წლის III კვარტალში, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტებმა პანდემიამდელ რაოდენობას 4%-ით გადააჭარბა. ამავდროულად, მნიშვნელოვნად აღდგა ვიზიტები ისრაელიდან (2019 წლის III კვარტლის მაჩვენებლის 96%), ირანიდან (93%), სომხეთიდან (71%), თურქეთიდან (69%) და უკრაინიდან (69%). საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, 2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯებმა 41%-ით გადააჭარბა პანდემიამდელ (2019 წლის III კვ.) მაჩვენებელს და 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია.



„2022 წლის პირველი ნახევრის მსგავსად, ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (42%) 2022 წლის III კვარტალში, 2019 წლის III კვარტალთან შედარებით და 6.8 ღამე შეადგინა. გარდა ვიზიტორთა ქცევაში ზოგადი პოსტპანდემიური ცვლილებებისა, ამას, შესაძლოა, განაპირობებდეს ვიზიტორთა უფრო დიდი წილის მიერ საკუთარი სახლის ან ბინის არჩევა განთავსების საშუალებად (2022 წლის III კვარტალში 12 პპ-ით მეტი 2019 წლის III კვარტალთან შედარებით).


საერთაშორისო ვიზიტების განაწილება ვიზიტის მთავარი მიზნის მიხედვით აჩვენებს, რომ 2022 წლის III კვარტალში რეკრეაციის წილი მთლიან ვიზიტებში 7.5 პპ-ით გაიზარდა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის III კვარტალში მეგობრებისა და ნათესავების მონახულების წილი მთლიან ვიზიტებში პანდემიამდელი მაჩვენებელის მსგავსი იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ამ კატეგორიამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა (6.1 პპ ზრდა).


განხორციელებული აქტივობების მიხედვით, მთავარი აქტივობები იყო ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია (83%), ღირსშესანიშნაობების დათვალიერება (61%) და შოპინგი (58%). 2022 წლის პირველი ნახევრის მსგავსად, პლაჟზე მიმავალი ვიზიტორების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.


2022 წლის III კვარტალში აჭარაში ჩასული საერთაშორისო ვიზიტორების წილი მკვეთრად გაიზარდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (12.7 პპ-ით). მეორე მხრივ, ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტები საგრძნობლად შემცირდა (7 პპ-ით) 2022 წლის პირველი ნახევრის მსგავსად, რაც, შესაძლოა, აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვით (2020 წლიდან) იყოს განპირობებული“, - განმარტავენ  PMC-ში. 


თეგები:
ვიზიტორები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up