მსოფლიოში უმსხვილესმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანია IKEA-მ ბრენდთან Republic Of Gamers (ROG), რომელსაც კომპანია Asus ფლობს, გეიმერებისთვის ავეჯი შექმნა.
კოლექცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, ჩინეთში 2021 წლის ბოლოს გახდება. ამის შესახებ კომპანიის გვერდზე გამოქვეყნებული ბლოგიდან გახდა ცნობილი.
დიზაინერებმა გეიმერებისთვის 30-მდე ახალი პროდუქტი შექმნეს.მაგიდები, სკამები და აქსესუარების შესანახი მოწყობილობები. კომპანიის მაღაზიებში პროდუქცია 2021 წლიდან გაიყიდება.
imedinews.ge