IKEA რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება 2022 წლის მარტში მიიღო. 2022 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ კომპანია 2023 წლის დასაწყისში რუსეთში არსებული 4 ქარხნის გაყიდვას დაასრულებდა.
ამჟამად კომპანია ქვეყანაში შესყიდვებისა და ლოგისტიკური სტრუქტურების ლიკვიდაციას ახორციელებს.
15 თებერვალს, სამთავრობო კომისიამ რუსეთში IKEA-ს ქარხნების გაყიდვა სამზარეულოს პანელი მწარმოებელ Слотекс-სა (პეტერბურგი) და ხე-ტყის მწარმოებელ Лузалес-ზე დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გარიგების თანხა და პარამეტრები არ გახმაურებულა.
Слотекс-ი ბაზარზე 1990 წლიდან მუშაობს, დეკორატიულ პლასტმასას, ავეჯის კომპონენტებს და ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებს ავითარებს და აწარმოებს.
Лузалес-ი ერთ-ერთი წამყვანი ტყის და ხის დამუშავების საწარმოა რუსეთში. კომპანია 1999 წელს დაარსდა. ეწევა ტყის ჭრას, ტყის პროდუქტების ექსპორტს, ღრმა გადამუშავებას და მზა პროდუქციის რეალიზაციას.