ილია დარჩიაშვილი - საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია

ილია დარჩიაშვილი - საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია

access_time2021-11-18 11:20:00

საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა კვლევის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, კვლევა არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ეყრდნობა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მთავრობის გამჭვირვალობას უკავია.



„აღნიშნული კვლევა აფასებს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული რეფორმების ეფექტურობას. კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა კონკრეტულ კომპონენტებს, რაც აფასებს ქვეყნების მიერ მიღებულ შედეგებს. აღსანიშნავია ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მთავრობების ღია და ტრანსფარენტული მოქმედება. აღნიშნულ კვლევაში, ერთ-ერთი ქვეკომპონენტის ფარგლებში, საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში დაბალი კორუფციის რისკის მაჩვენებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.




კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ასევე ევროკავშირის არაწევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებს ლიხტენშტეინს და სან მარინოს. რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით. საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი“ - სადაც საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეულ ქვეყანას ენიჭება კორუფციის რისკის საერთო ქულა და თითოეული მიმართულება 1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა მიუთითებს კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას, ხოლო 100 ქულა კორუფციის მაღალ რისკს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up