ილია ელოშვილი - თბილისში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა იმოქმედებს

ილია ელოშვილი - თბილისში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა იმოქმედებს

access_time2021-09-18 12:38:48

მომდევნო წლებში, თბილისის მერიის მიმდინარე პროგრამებთან ერთად, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა იმოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალ პროგრამებს შორის იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება: ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია; ორგანიზებული სკრინინგი: კიბოს პრევენციის მიზნით, მიზნობრივ გამოკვლევებში მოსახლეობის დროული ჩართვა; ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება: ექოსკოპია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები; სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება: მენჯ-ბარძაყი, მუხლი.

„ესენია ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელებიც უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ოჯახების სოციალურ მდგომარეობას ეხება. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ხუთი სრულიად ახალი პროგრამა გვექნება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტებთან ერთად, მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე, შევქმენით სერიოზული, მაღალტექნოლოგიური ბაზა სკრინინგისთვის. დავიწყებთ იმ მოწყვლადი ჯგუფების მოძიებას, რომელთაც შესაძლოა, სკრინინგის ჩატარება სჭირდებოდეთ.

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის კუთხით, დავაფინანსებთ ახალ კვლევებს და მედიკამენტებს, იმისთვის, რომ მოქალაქეთა გადარჩენისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნათ. სახსრების ენდოპროტეზირების მიმართულებით, აქამდე, 60 წელს ზემოთ მოქალაქეების დაფინანსება იყო შესაძლებელი, თუმცა, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა 18-დან 60 წლამდე მოქალაქეების მხრიდან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით, ასაკობრივი შეზღუდვა მოვხსნათ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ამოქმედდება ასევე, შშმ პირთა პერსონალური ასისტირების პროგრამა, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსებას განათლების მიღებისას, სამუშაოს შესრულებისას, საჯარო სერვისებით სარგებლობისას და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. პროგრამის მიზანი სპეციალური სტანდარტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.


გარდა ამისა, გაფართოვდება მიმდინარე პროგრამები. კერძოდ, ონკომედიკამენტების პროგრამა: ონკოლოგიური დიაგნოზების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა; არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალო მედიკამენტები; რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები. გაფანტული სკლეროზის პროგრამა: სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება. დაავადებათა სკრინინგი: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის კომპონენტი - HPV-ტესტირება.

ასევე, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის ყველა არსებული პროგრამა, მათ შორის, მუნიციპალურ და რაიონულ დონეზე მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და სპორტულ სკოლებში სწავლის დაფინანსებას; თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა; შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა; 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველ, მეორე, მესამე ახალშობილზე დახმარება.

ამასთან, კვლავ იმოქმედებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის, ასევე, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up