ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი 13,5 მლნ ხელმომწერს დაკარგავს Twitter-ში, თუ სოციალური ქსელი გადაწყვეტს ყალბი ანგარიშების გაუქმებას. ასეთი შეფასება მოიყვანა საქმიანი ახალი ამბების პორტალმა MarketWatch, რომელიც შოტლანდიური ციფრული აკადემიის CodeClan-ის მონაცემებს დაეყრდნო.
მისი შეფასებით, კიდევ უფრო მეტ ხელმომწერს დაკარგავენ ასეთ შემთხვევაში კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი (27,6 მლნ) და ამერიკელი მომღერალი კეტი პერი (23,3 მლნ). ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოწერილი აქვს 19,3 მლნ ფეიკ-ანგარიშს. პროცენტული შედარებით კი ლიდერია მომღერალი ბრიტნი სპირსი, რომლის ვირტუალური მხარდამჭერების რაოდენობა (27,6 მლნ) მისი საერთო მიმდევრების 48%-ია.
როგორც ცნობილია, ილონ მასკმა კიდევ ერთხელ წამოაყენა წინადადება Twitter-ის შეძენის თაობაზე. მილიარდერი, Twitter-ის შესაძენად თავისი თავდაპირველი შეთავაზებით, 44 მლრდ დოლარის გადახდის წინადადებით გამოდის. „როიტერი“ წერს, რომ შეთანხმების შემთხვევაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმას უხელმძღვანელებს, ხოლო სასამართლო პროცესი, რამაც Twitter-ს ზიანი მიაყენა, მასკს კი არასტაბილური ქცევისთვის რეპუტაცია შეურყია, დასრულდება.