Twitter-ის, Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა 2022 წელს იმდენი ქონება დაკარგა, რომ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა მოხვდა.
მან გასულ წელს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი პირადი ქონება - 182 მლრდ დოლარი დაკარგა.
51 წლის ილონ მასკმა თავისი უზარმაზარი სიმდიდრე Tesla-სა და SpaceX-ის საშუალებით მოიპოვა. თუმცა, Twitter-ის შეძენის შემდეგ, მისი ქონება მილიარდებით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ Twitter-ი მასკმა გასული წლის 14 აპრილს $44 მლრდ დოლარად იყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასკის ქონებამ 2021 წელს 320 მლრდ დოლარს მიაღწია, დღეს ის 138 მლრდ დოლარამდეა შემცირებული.
მასკამდე ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი ქონება დაკარგა ინვესტორი, ფინანსისტი და ფილანტროპი მასაიოში სონი იყო. მან 2001 წელს 70 მლრდ დოლარი დაკარგა. მაგრამ მის დანაკარგს მასკის დანაკარგმა 2.5-ჯერ გადააჭარბა.