ილონ მასკი ბაიდენს Tesla-ს იგნორირებასა და GM-ის ლობისტობაში ადანაშაულებს

ილონ მასკი ბაიდენს Tesla-ს იგნორირებასა და GM-ის ლობისტობაში ადანაშაულებს

access_time2022-02-23 13:50:00

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ელექტრომობილების კომპანიის იგნორირებაში ადანაშაულებს.


მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო მეტ ყურადღებას ძველ ავტომწარმოებლებს, განსაკუთრემით კი GM-ს უთმობს, ხოლო თეთრი სახლის ოფიციალური პირები ღონისძიებებზე იმიტომ არ იწვევენ, რომ ეშინიათ, ისეთი რამ არ გააკეთოს ან თქვას, რაც მათ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს.


„მათ არაფერი აქვთ სანერვიულო. მე კარგად მოვიქცევი,“ - აცხადებს მასკი.


მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც CNBC-მა ახალი ინფორმაცია მიწოდა, რომ ჯო ბაიდენი და თეთრ სახლი ისევ არ აპირებენ მასკის მიწვევას კორპორატიულ ლიდერებთან მომავალ შეხვედრებზე.



„ბაიდენი ყოველ ჯერზე დემონსტრაციულად აიგნორებს Tesla-ს და საზოგადოებას ატყუებს, თითქოს ელექტრომანქანების ინდუსტრიაში GM ლიდერობს, მაშინ, როცა სინამდვილეში, გასულ კვარტალში Tesla-მ 300 000-ზე მეტი ელექტრომანქანა აწარმოა, ხოლო GM-მა კი მხოლოდ 26,” - წერს მასკი ელფოსტაში.


იანვარში Tesla-მ გამოაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში 300 000-ზე მეტი მანქანა აწარმოა და მიაწოდა მთელ მსოფლიოს, ხოლო General Motors-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ მეოთხე კვარტალში აშშ-ში მხოლოდ 26 ელექტრო მანქანა, მათ შორის ერთი Hummer-ის პიკაპი და 25 Bolt EV მოდელი გაყიდა.


GM-მა ცოტა ხნის წინათ გამოაცხადა, რომ Chevrolet Bolt EV-ის წარმოების შეჩერების ვადას აპრილის დასაწყისამდე გაახანგრძლივებს, თუმცა საცალო გაყიდვებს მალე განაახლებს. GM ელექტრო და ავტონომიურ მანქანებზე 2025 წლისთვის 35 მლრდ დოლარის დახარჯვას გეგმავს.


„სასაცილოა, როცა საქმე იქამდე მივიდა, რომ ადმინისტრაციაში არავის აძლევენ უფლებას, წარმოთქვას სიტყვა „Tesla“! საზოგადოების აღშფოთებამ და მედიის ზეწოლამ აიძულა იგი ეღიარებინა, რომ Tesla, ფაქტობრივად, ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერია, რასაც „შექებას“ ნამდვილად არ დავარქმევდი,“ - წერს მასკი CNBC-ისთვის გაგზავნილ ელფოსტაში.


მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არაერთხელ დასცინა. მასკმა ერთხელ ისიც განაცხადა, რომ ბაიდენს „ჯერ კიდევ სძინავს,“ რითიც „მძინარე ჯოს“ შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამცინავი შეფასება გაიმეორა.


BPN.GE 


თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up