ამერიკელმა მეწარმემ ილონ მასკმა განაცხადა, რომ “ცივილიზაცია დაინგრევა” ნავთობისა და გაზის გარეშე.
ამის შესახებ მან ნორვეგიაში ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
”მოკლევადიან პერსპექტივაში კაცობრიობას ჯერ კიდევ სჭირდება ნავთობი და გაზი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცივილიზაცია დაინგრევა”, – აღნიშნა მასკმა.
მისი თქმით, კაცობრიობას სჭირდება გაზი და ნავთობი, განსაკუთრებით დღეს, როცა ანტირუსული სანქციებია შემოღებული.
ბიზნესმენმა ასევე თქვა, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მხარს დაუჭერს ასეთ მოსაზრებას.