ილონ მასკი გატაცების შიშით მამის და თავის უსაფრთხოებაზე დიდ ფულს ხარჯავს

ილონ მასკი გატაცების შიშით მამის და თავის უსაფრთხოებაზე დიდ ფულს ხარჯავს

access_time2023-01-22 13:36:16

ილონ მასკი მამამისის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და გატაცების შიშის გამო თავის დაცვაზე დიდ ფულს ხარჯავს. როგორც გამოცემა The US Sun წერს ტექნოლოგიური მაგნატის მამა, ეროლ მასკი ამბობს, რომ 51 წლის ილონმა სამხრეთ აფრიკაში მდებარე სახლში მისი უსაფრთხოებისთვის პირველი კლასის დაცვაში სერიოზული ინვესტიცია ჩადო. 76 წლის ეროლ მასკის თქმით, მისი შვილი შიშობს, რომ ოჯახის მიზანში ამოღებით გამტაცებლებს „20 მლნ დოლარის სწრაფად გამომუშავება შეუძლიათ.“

Twitter-ის მფლობელმა, ასევე, დაბლოკა ექაუნთი, რომელიც მის პირად თვითმფრინავს თვალყურს ადევნებდა . მასკის თქმით, ექაუნთი რეალურ დროში მის ზუსტი ადგილმდებარეობას აქვეყნებდა, რასაც მან „მკვლელობის კოორდინატები“ უწოდა.

„ჩვემი შვილი ამბობს, რომ თუ ისინი ერთ-ერთ ჩვენგანს გაიტაცებენ, ეს იქნება ყველაზე სწრაფი 20 მლნ დოლარი, რაც კი ოდესმე ვინმეს გამოუმუშავებია თავის ცხოვრებაში. ვფიქრობ, ილონი ცოტა გულუბრყვილოა იმ მტრების მიმართ, რომლებიც მან განსაკუთრებით Twitter-ის ფაილებმა გამოავლინა. ჩემი თავის არა, მაგრამ მართლა მეშინია, რომ რაღაც შესაძლოა, ილონს შეემთხვეს, იმის მიუხედავად, რომ მის გარშემო 100-მდე დაცვის თანამშრომელია. ვფიქრობ, დროის საკითხია, ვიდრე ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემმა შვილმა Twitter-ის ფაილებით გამოავლინა, იტყვის, რომ ციხეში წასვლა არ სურს და ილონის თავს „შეუკვეთავს.“ ეს სარაკეტო მეცნიერება არ არის,“ - აცხადებს ეროლ მასკი.

მისი თქმით, ილონის წინააღმდეგ გაზრდილი მუქარის გამო გასულ თვეში თავისი შვილის გუნდმა უსაფრთხოების ზომები მის სახლშიც გააძლიერა. კერძოდ, მამის სახლში დამონტაჟდა კამერების მაღალტექნოლოგიური სისტემა და ელექტროღობე, ასევე, კბილებამდე შეიარაღებული მცველები 24-საათიან მონიტორინგს ეწევიან.


გასული წლის სექტემბერში The U.S Sun-მა გამოაქვეყნა სტატია, თუ როგორ მოკლა ეროლმა „კლინტ ისტვუდის სტილში“ სამი შეიარაღებული თავდამსხმელი 1998 წელს, სამხრეთ აფრიკაში, რომლის დროსაც მისი ექვსი წლის შეშინებული ქალიშვილი, ალი მამას ფეხზე ეჭიდებოდა. ალიმ მოგვიანებით ფსიქოლოგ-ტრავმატოლოგს განუცხადა, რომ სროლის შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობდა, რადგან მამამისმა გაიმარჯვა.


თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up