Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველი ადგილი დაკარგა. Forbes-ისა და Bloomberg-ის მიხედვით, ბერნარ არნო, კომპანია LVMH-ის ხელმძღვანელი, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია.
Forbes-ის მონაცემებით, მასკის ქონება მთლიანი ახლა 178 მლრდ დოლარს შეადგენს. მედიის შეფასებით, ის ელექტრომანქანების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დაახლოებით 14%-ს და 44 მილიარდ დოლარად შეფასებულ Twitter-ს ფლობს.
არნოს მთლიანი ქონება კი 188 მლრდ დოლარია.
LVMH, 1987 წელს, Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა და ამჟამად 75 ლუქს-ბრენდს აერთიანებს. 2021 წელს LVMH ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქნა აღიარებულ. ბიზნესს არნოს ოჯახი მართავს.
აღსანიშნავია, რომ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვის გარიგებას უამრავი სკანდალი და სასამართლო პროცესი მოჰყვა. ამ მოვლენების ფონზე, Tesla-ს აქციების ფასი მუდმივად ეცემა.
მასკი Forbes-ის მილიარდერთა სიაში პირველად 2021 წლის გაზაფხულზე მოხვდა, როდესაც მისმა ქონებამ 219 მლრდ დოლარს მიაღწია და როცა მან ამ სიაში Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო. Forbes-მა ბეზოსის ქონება 171 მილიარდ დოლარად შეაფასა. მაშინ ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილს იკავებდა. ის სამეულში პირველად 2020 წელს მოხვდა.